ეს ყველაფერი თამაშია - ფიქრია ჩიხრაძე ივანიშვილის განცხადებაზე

07.06.21 13:27
ეს ყველაფერი თამაშია - ფიქრია ჩიხრაძე ივანიშვილის განცხადებაზე

„ლელოს“ წევრი, ფიქრია ჩიხრაძე, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას თამაშს უწოდებს. პოლიტიკოსი დარმწუნებულია, რომ გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილისთვის სასარგებლო პროექტია. მისი თქმით, გიორგი გახარია ხმებს არა „ქართულ ოცნებას“, არამედ ოპოზიციას წაართმევს, რაც ისევ ოლიგარქის სასარგებლოდ მოხდება. 

პროექტი „გიორგი გახარია“ არის ბიძინა ივანიშვილისთვის სასარგებლო პროექტი. ეს სარგებელი უნდა გამოიხატოს იმაში, რომ გიორგი გახარიამ ხმები „ქართულ ოცნებას“ კი არ უნდა წაართვას, მისი ამოცანაა, რომ ხმები წაართვას ოპოზიციურ ველზე მყოფ პოლიტიკურ ძალებს. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, არის თამაში. ბიძინა ივანიშვილს მოუსუსტდა ერთი საყრდენი „ქართული ოცნების“ სახით და თუკი ვადამდელ არჩევნებზე წავა საქმე  და უდავოდ წავა, მას სჭირდება საყრდენად მეორე ფეხიც. ეს მეორე ფეხი არის უკვე გიორგი გახარია, - ამბობს ფიქრია ჩიხრაძე.  
 

„ქართული ოცნების“ ყოფილი თავმდჯომარე ხანგრძლივი გაუჩინარების შემდეგ გამოჩნდა. ბიძინა ივანიშვილმა საგანგებო განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ გიორგი გახარია მისი პროექტი არ არის და მეტიც, ყოფილი პრემიერი სახელმწიფო ღალატში დაადანაშაულა.