ივანიშვილს სურს, გახარიას გუნდით ხმები გაუყოს საპროტესტო ელექტორატს - ბოკერია

07.06.21 14:06
ივანიშვილს სურს, გახარიას გუნდით ხმები გაუყოს საპროტესტო ელექტორატს - ბოკერია

,,ევროპული საქართველოს" ლიდერი, გიგა ბოკერია, მიიჩნევს, რომ გახარიას პროექტი შექმნილია ბიძინა ივანიშვილის მიერ და ამ ქმედების მიზანია, ხმები გაუყოს ოპოზიციურ ელექტორატს. 

ივანიშვილმა დადასტურა ის, რომ მას სურს,  გახარიას პოლიტიკური გუნდით საპროტესტო ელექტორატს გაუყოს ხმები იმიტომ, რომ პოტენციურად, მომავალში ძალიან რთულ მდგომარეობაში ხედავს ,,ქართული ოცნების" პოლიტიკურ შანსებს. ეს ყველაფერი ისედაც ვიცოდით და უბრალოდ დაგვიდასტურდა დღეს. 

ჩემი აზრით, საზოგადოებისა და საპროტესტო ამომრჩევლის დასკვნა უნდა იყოს იგივე, რომ ჩვენ არ უნდა განვიხილოთ გახარია, როგორც ივანიშვილის წინააღმდეგ მოთამაშე პოლიტიკური ძალა და უნდა ვიყოთ მობილიზებულები, უნდა მოვემზადოთ ვადამდელი და თვითმმართველობის არჩევნებისთვის ერთმანეთთან კონსოლიდაციით, ტაქტიკასა და სტრატეგიაზე შეთანხმებითა და ამომრჩეველთან ჩვენი გზავნილის მიტანით. ,,ევროპული საქართველო" სწორედ ამას ვაკეთებთ. 

ბიძინა ივანიშვილს ამოცანა აქვს, რომ ამ თამაშით ხმები წაართვას საპროტესტო ელექტორატს და გაყოს ის. მე იმედი მაქვს, რომ ამ ამოცანას ვერ მიაღწევს - ამბობს გიგა ბოკერია.

ბიძინა ივანიშვილმა დღეს წერილი გაავრცელა, სადაც აღნიშნავს, რომ გახარია მისი პროექტი არ არის. ოლიგარქმა ექსპრემიერის ქმედებას ,,სახეწლმწიფოს წინააღმდეგ ღალატი" უწოდა.