მედიის თავისუფლების მიმართ მუქარა ინფორმაციაზე წვდომის უფლებებში ჩარევაა - აშშ-ის საელჩო

07.06.21 14:39
მედიის თავისუფლების მიმართ მუქარა ინფორმაციაზე წვდომის უფლებებში ჩარევაა - აშშ-ის საელჩო

"მედიის თავისუფლების მიმართ მუქარა არა მხოლოდ ჟურნალისტების უფლებებში, არამედ საზოგადოების მიერ ინფორმაციაზე წვდომის უფლებებში ჩარევაა" - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი.

საელჩო აცხადებს, რომ ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოვალეობის შემსრულებლის, ფილ რიკენის, საქართველოში ვიზიტი მედიის თავისუფლების პრობლემებსაც შეეხება.

ამ დილით ფილ რიკენი საქართველოში მედიის თავისუფლების მხარდამჭერებს შეხვდა. მან ჯგუფს უთხრა, რომ ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაცია მოწადინებულია, ადამიანის უფლებები აშშ-ის საგარეო პოლიტიკის გულში იყოს. პრესის თავისუფლება და გამოხატვის თავისუფლება ამის ნაწილია. 


მსოფლიოში ხალხს უნდა ჰქონდეს თავისუფლება, გამოხატოს საკუთარი რწმენა, ჩარევის გარეშე ჰქონდეს მოსაზრებები, იძიოს, მიიღოს და გააზიაროს ინფორმაცია და იდეები. 

მედიისთვის მეტი თავისუფლებისა და ჟურნალისტიკაში პროფესიონალიზმის უფრო მაღალი დონის ხელშეწყობისთვის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა უფლებადამცველთა წუხილი და იდეები მოისმინა - ნათქვამია ამერიკის საელჩოს განცხადებაში.

 

 

 

 ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი, ფილ რიკერი,  თბილისში გუშინ ჩამოვიდა.