გახარიას გუნდი ირაკლი კობახიძის დაკითხვას ითხოვს

07.06.21 15:11
გახარიას გუნდი ირაკლი კობახიძის დაკითხვას ითხოვს

გახარიას გუნდი ირაკლი კობახიძის დაკითხვას ითხოვს. კობახიძის განცხადების საპასუხოდ  გახარიას გუნდმა  პორკურატურაში სარჩელი შეიტანა. 

კობახიძემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ რომ გახარია საააკაშვილთან ერთად სახელმწიფოს წინააღმდეგ პოლიტიკურ შეთქმულებას აწყობდა და ხელისუფლების დამხობა სურდა. 

პარტია "საქართველოსთვის" წევრები ამბობენ, რომ კობახიძის ბრალდება სამართლებრივ რეაგირებას მოითხოვს, რის გამოც გამოძიების უსწრაფესად დაწყებას ითხოვენ. 

ეს არის ძალინ მძიმე ბრალდებები და აუცილებელი არის ამაზე სამართლებრივი რეაგირების მოხდენა. ეს არის რის გამოც ჩვენ ვიმყოფებით პროკურატურაში, მივმართეთ პროკურატურას და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, რომ დაიწყოს დაუყონებლივ გამოძიება ამ უმძიმეს ბრალდებებზე", - ამბობს ანა ბუჩუკური.