გახარიას გადადგომა უმკაცრესად უნდა შეფასდეს - გიორგი ვოლსკი

07.06.21 15:16
გახარიას გადადგომა უმკაცრესად უნდა შეფასდეს - გიორგი ვოლსკი

გიორგი გახარიას ქმედება პოლიტიკურად უმკაცრესად უნდა შეფასდეს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ლიდერი, გიორგი ვოლსკი, აცხადებს. ვოლსკი ექსპრემიერის ქმედებას არაადეკვატურს უწოდებს და ამბობს, რომ ივანიშვილი სწორად მოიქცა, როდესაც განმარტა, რომ გიორგი გახარიას პოლიტიკაში მოსვლა მის ინტერესებს არ ემსახურებოდა. 

მეტამორფოზა, რომელიც ჩვენ ვიხილეთ, სწორედ იმ პერიოდში, როდესაც სახელმწიფო ინტერესები აბსოლუტურად სხვა ქმედებებს თხოულობდა პრემიერ-მინისტრისგან, რასაკვირველია, უმკაცრესად უნდა შეფასდეს პოლიტიკური თვალსაზრისით. გარდა ამისა, ბიძინა ივანიშვილი ვალდებულიც იყო, გამოსულიყო და საზოგადოებისთვის ეთქვა სიმართლე, ვინაიდან აი, ამ არაადეკვატურ მოქმედებებს პრემიერ-მინისტრის დაემატა კიდევ ინტენსიურად გავრცელებადი ჭორი იმის თაობაზე, რომ თითქოსდა ამას რაიმე კავშირი აქვს ბიძინა ივანიშვილის ინტერესებთან, - ამბობს გიორგი ვოლსკი. 
 

„ქართული ოცნების“ ყოფილი თავმდჯომარე ხანგრძლივი გაუჩინარების შემდეგ გამოჩნდა. ბიძინა ივანიშვილმა საგანგებო განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ გიორგი გახარია მისი პროექტი არ არის და მეტიც, ყოფილი პრემიერი სახელმწიფო ღალატში დაადანაშაულა.