უფრო მეტ დეტალზე თავად ბატონი გიორგი გახარია ისაუბრებს - ექსპრემიერის გუნდი

07.06.21 15:20
უფრო მეტ დეტალზე თავად ბატონი გიორგი გახარია ისაუბრებს  - ექსპრემიერის გუნდი

ბიძინა ივანიშვილის საგანგებო განცხადებას გიორგი გახარიას გუნდში პასუხობენ. ანა ბუჩუკური ამბობს, რომ მათი გუნდი ჭორაობას არ პირებს და ყველა დეტალზე გიორგი გახარია თავად ისაუბრებს. 

ჩვენ ჭორაობას არ ვაპირებთ და ჩვენ ვერთიანდებით საქართველოსთვის, არავის წინააღმდეგ.  უფრო მეტ დეტალზე ამის შესახებ ისაუბრებს თავად   ბატონი გიორგი გახარია, - ამბობს ანა ბუჩუკური. 
 

„ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარე ხანგრძლივი გაუჩინარების შემდეგ გამოჩნდა. ბიძინა ივანიშვილმა საგანგებო განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ გიორგი გახარია მისი პროექტი არ არის და მეტიც, ყოფილი პრემიერი სახელმწიფო ღალატში დაადანაშაულა. 

მსგავსი სიახლეები