არაფორმალური მმართველობა და სასამართლო გავლენები - რიკერის შეხვედრა არასამთავრობოებთან დასრულდა

07.06.21 15:31
არაფორმალური მმართველობა და სასამართლო გავლენები - რიკერის შეხვედრა არასამთავრობოებთან დასრულდა

არასამთავრობო სექტორი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელს, ფილიპ რიკერს, შეხვდა. რიკერთან მესამე სექტორმა  რამდენიმე საკითხი განიხილა, მათ შორის, მართლმსაჯულების რეფორმა და არაფორმალური გავლენები ქვეყანაში.

ჩვენი შეხვედრა შეეხებოდა პოლიტიკური შეთანხმების შესრულებას და აქ ცხადია, ორი მიმართულება არის. პირველი არის ის, რომ ჩვენ უნდა მოვემზადოთ არჩევნებისთვის და ისეთი არჩევნები ჩავატაროთ, რომ არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით კითხვები არ იყოს იმისთვის, რომ შემდეგი პოლიტიკური კრიზისი არ დაიწყოს ამ ქვეყანაში", - ამბობს ეკა გიგაური.  

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების თქმით, რიკერი საკმაოდ კარგად იყო ინფორმირებული საქართველოში  და  მათ შორის, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე პროცესებზე.

უმთავრესი განსახილველი საკითხი იყო სასამართლო რეფორმა,  ჩვენი ხედვები შევთავაზეთ ბატონ რიკერს,  როგორ შეიძლება კრიზისის დაძლევა. კლანის შესახებ იყვნენ საკმაოდ კარგად ინფორმირებული იმ არაფორმალური გავლენების შესახებ, ჩვენ დამატებით მაგალითებიც მივაწოდეთ", - თქვა ნიკა სვიმონიშვილმა. 

 ხაზი გაუსვეს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ამ პროცესებს, არჩევნებს, ასევე რეფორმების პროცესებს ახლოდან დააკვირდნენ, რიკერი ძალიან კარგად ფლობს ინფორმაციას ყველა მიმდინარე პროცესზე საქართველოში, დეტალურად იცოდა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე პროცესებიც", - თქვა ნინო დოლიძემ. 

მსგავსი სიახლეები