საგანგებო შეკრება "ოცნებაში" - როსტომ მეფის სასახლეში უმრავლესობის სხდომა ჩაინიშნა
დღეს, 18.00 საათზე, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება.
ამ დროსთვის შეკრების ოფიხიალური მიზეზი არ სახელდება, თუმა განხილვის თემა სავარაუდოდ ბიძინა ივანიშვილის მიერ გავრცელებული განცხადება იქნება.
ბიძინა ივანიშვილმა დღეს ყოფილ პრემიერ, გიორგი გახარიას ვრცელი წერილი მიუძღვნა, სადაც თქვა, რომ გახარია მისი პოლიტიკური პროექტი არ არის.
მან მთავრობის ყოფილი მეთაური სახელმწიფოს ღალატში დაადანაშაულა.