ერთმანეთისგან გაარჩიონ პოლიტიკური განცხადებები და ბრალდებები - მამუკა მდინარაძე გახარიას გუნდზე

07.06.21 16:10
ერთმანეთისგან გაარჩიონ პოლიტიკური განცხადებები და ბრალდებები - მამუკა მდინარაძე გახარიას გუნდზე

"ერთმანეთისგან გაარჩიონ პოლიტიკური განცხადებები და ბრალდებები" - ამის შესახებ  მამუკა მდინარაძემ ყოფილი თანაგუნდელების საპასუხოდ განაცხადა. მდინარაძის თქმით, კობახიძემ პოლიტიკური განცხადება გააკეთა. 

ჩვენც ანალოგიურად ვფიქრობთ, თავის დროზე საქციელი შეფასებული იქნა როგორც ღალატი, მის თანაგუნდელებს ვურჩევ,  ერთმანეთისგან გაარჩიონ პოლიტიკური განცხადებები და კონკრეტულ სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალდება,ამას თუ გაითვალისწინებენ პროკურატურაში აღარ გაიქცევიან. ამას თუ გაარჩევენ მომავალშიც გამოადგებათ", - თქვა მამუკა მდინარაძემ. 

შეგახსენებთ, რომ გახარიას გუნდმა ირაკლი კობახიძის განცხადების გამო, პროკურატურაში სარჩელი ცოტა ხნის წინ შეიტანა.  

მსგავსი სიახლეები