თვალცრემლიანი ივანიშვილი არჩევნებამდე კიდევ გამოჩნდება - რომან გოცირიძე

07.06.21 16:45
 თვალცრემლიანი ივანიშვილი არჩევნებამდე კიდევ გამოჩნდება - რომან გოცირიძე

ყოველთვის, როცა ძალაუფლების დაკარგვის საფრთხეა, ივანიშვილი მაშინ გამოჩნდება-ხოლმე - ამის შესახებ ,,ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, რომან გოცირიძემ, ტვ პირველის ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ,,ქართული ოცნების" დამფუძნებლის და ყოფილი თავმჯდომარის წერილში ახალი მხოლოდ ისაა, რომ ივანიშვილი სამალავიდან გამოვიდა. 

ივანიშვილის განცხადებაში ახალი არაფერია, სტილი ძველია. ახალი ის არის, რომ სამალავიდან გამოვიდა... იძულებული გახდა, კვლავ დაბრუნებულიყო. თქვენ ნახავთ, რომ არჩევნებამდე გამოჩნდება და თვალცრემლიანი ხვეწნას დაიწყებს, მოდით ახლა კიდევ გადამარჩინეთო. მან განაცხადა, ტელეფონს არ ავიღებო, მაგრამ ის არ უთქვამს, რომ თუ თვითონ დარეკავდა, სხვა არ აიღებს ყურმილს. ..

კარგად ჩანდა, რომ ბოლო თვეების განმავლობაში მისი ბრძანებით იმართებოდა ქვეყანა, ეს ,,ოცნების" პოლიტიკოსთა განცხადებებშიც იკითხებოდა.

ივანიშვილის ყოველი გამოიჩენა მისი შიშების გამოვლენაა, ყოველთვის, როცა ძალაუფლების დაკარგვის საფრთხეა, ის გამოჩნდება -ხოლმე - განაცხადა რომან გოცირიძემ.

,,ქართული ოცნების" ყოფილმა თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, დღეს წერილი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ გიორგი გახარია მისი პროექტი არ არის და მეტიც, ივანიშვილმა ექსპრემიერი და ამჟამად პარტიის, ,,საქართველოსთვის", ლიდერი, გახარია სახელმწიფო ღალატში დაადანაშაულა.