გახარიას არ ჰქონდა პოლიტიკური რესურსი, ,,ნაცების" ოფისში სისხლი დაეღვარა, ამიტომ გაასწრო - რომან გოცირიძე

07.06.21 16:55
გახარიას არ ჰქონდა პოლიტიკური რესურსი, ,,ნაცების" ოფისში სისხლი დაეღვარა, ამიტომ გაასწრო - რომან გოცირიძე

,,ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერს მიაჩნია, რომ გიორგი გახარია ივანიშვილის პროექტი კი არა, არამედ პოლიტიკური მოვლენების განვითარების შედეგად მიღებული პროდუქტია. რომან გოცირიძემ ,,ტვ პირველის" ეთერში განაცხადა, რომ ექსპრემიერს არ ჰქონდა ,,ენმ"-ს ოფისზე შტურმისა და სისხლის დაღვრის პოლიტიკური რესურსი, ამიტომაც დატოვა თანამდებობა.

გახარიამ თავი გადაირჩინა და თავი დააღწია ივანიშვილის კლანჭებს, გახარია არის მოვლენების პროდუქტი, არ არის ისე, რომ ის ვიღაცამ გამოძერწა, გახარიას არ ჰქონდა იმის პოლიტიკური რესურსი, 20 ივნისის მერე ,,ენმ"-ს ოფისში სისხლი დაეღვარა. ამიტომაც მან დროზე გაასწრო და ამ გასწრების შემდეგ უცნაური გარემოების წყალობით მიეცა პოლიტიკურად გაცოცხლების შანსი.

გახარია პოლიტიკურ ფიგურად აქცია შარლ მიშელის შეთანხმებაში იმ 43%-მა, თორემ რამდენი პრემიერ-მინისტრი გამოექცა ივანიშვილს, ის ყოველთვის მშვიდად იყო, რადგან ისინი არსად გამქცევები არ იყვნენ  - განაცხადა რომან გოცირიძემ.

დღეს ,,ქართული ოცნების" ყოფილმა თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, განაცხადა, რომ გიორგი გახარია მისი პროექტი არ არის. ივანიშვილმა ექსპრემიერი გახარია სახელმწიფოს წინააღმდეგ ღალატშიც დაადანაშაულა. 

მსგავსი სიახლეები