სიტუაცია სულ უფრო და უფრო უარესდება - ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა

07.06.21 17:11
სიტუაცია სულ უფრო და უფრო უარესდება - ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ედგარს რინკევიჩსი, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელ ოძისში ჩავიდა და ადგილზე არსებულ ვითარებას ფაეცნო. 

უკვე მესამედ ვარ საოკუპაციო ხაზთან, სიტუაცია სულ უფრო და უფრო უარესდება, ჩემს აქაურ პარტნიორებთან ხშირად მაქვს კომუნიკაცია საოკუპაციო ხაზთან არსებულ სიტუაციაზე,  მეუბნებიან რომ რუსეთი აგრძელებს ბორდეიზაციის პროცესს, მიუხედავად დასავლელი პარტნიორების მოწოდების. ეს პრობლემა საჭიროებს უფრო მეტ ჩართულობას და ხშირ ვიზიტებს"- განაცხადა ედგარს რინკევიჩსმა.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა  შეხვედრები გამართა  ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან, კახა კუჭავასთან.

ამასთან, ედგარს რინკევიჩსი  პატივი მიაგო  ქვეყნის ერთიანობისათვის დაღუპულ მებრძოლებს და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

მსგავსი სიახლეები