საქართველოს პრეზიდენტი იღებს იმას, რაც დაიმსახურა - ირაკლი ბერაია

04.10.23 16:27
საქართველოს პრეზიდენტი იღებს იმას, რაც დაიმსახურა - ირაკლი ბერაია

ირაკლი კობახიძის მსგავსად საქართველოს პრეზიდენტს თანამდებობის დატოვებისგან "ოცნების" სხვა ლიდერებიც მოუწოდებენ.

"ოცნების" დეპუტატები დღეს კობახიძის  სიტყვებით ამბობდნენ, რომ  "ზურაბიშვილი პრეზიდენტობას არ იმსახურებს და ის უნდა წავიდეს": 

საქართველოს პრეზიდენტი იღებს იმას, რაც დაიმსახურა. რა თქმა უნდა, ჩვენ პარლამენტის წევრები, კანონმდებლები, გულგრილი ვერ ვიქნებოდით კონსტიტუციის დარღვევის მიმართ და ვმოქმედებთ იმ, უფლებამოსილების ფარგლებში, რაც კონსტიტუციამ კანონმდებლებს  განგვისაზღვრა კონსტიტუციის დარღვევის შემთხვევაში",-ამბობს "ქართული ოცნების" წევრი ირაკლი ბერაია.

რაც შეეხება თავდაცვის მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, პრეზიდენტმა კონსტიტუცია საჯაროდ დაარღვია და პასუხისმგებლობაც უნდა გაითავისოს. 

საჯარო პირები უნდა იყვნენ მაგალითები კონსტიტუციის დაცვის.თუ საჯარო პირი არღვევს საჯაროდ კონსტიტუციას, რა თქმა უნდა პასუხისმგებლობაც უნდა გაითავისოს",-ამბობს საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე 

მსგავსი სიახლეები