ის აქ არის - გიგი უგულავა ივანიშვილის განცხადებას აფასებს

07.06.21 18:47
ის აქ არის  - გიგი უგულავა ივანიშვილის განცხადებას აფასებს

ივანიშვილის დღევანდელ წერილს აქვს მკაფიო მოტივაცია, ,,ოცნების" დაბნეულ ამომრჩეველს უთხრას, რომ მე ვარ ,,ოცნება" და გახარია არა - ასეთია გიგი უგულავას რეაქცია ექსპრემიერის პოლიტიკურ ეპისტოლეზე. 

ოპოზიციონერი ტვ პირველის ეთერში აცხადებს, რომ "ივანიშვილი ბოღმით სავსე, ბოროტი კაცია, რაც გახარიამ გაუკეთა, ამის გამო ივანიშვილს სძულს". 

ივანიშვილის დღევანდელ წერილს აქვს მკაფიო მოტივაცია, ,,ოცნების" დაბნეულ ამომრჩეველს უთხრას, რომ მე ვარ ,,ოცნება" და გახარია არა. 

ივანიშვილი ბოღმით სავსე, ბოროტი კაცია, რაც გახარიამ გაუკეთა, ამის გამო ივანიშვილს სძულს. გახარიას მოტივაციები ჩვენ ხომ არ ვიცით, იქნებ დაჭერის ეშინია, რა არ დაუჭერიათ უმიზეზოდ? გამოგონილი ბრალდება რა, გახარიას არ უნახავს, თუ მაწონს ჭამდა კუთხეში, როცა კარტოგრაფების საქმეს იგონებდნენ? ეს ნაძირლები, პირდაპირი მნიშვნელობით"- აცხადებს უგულავა. 

მისივე თქმით, დღევანდელი განცხადება კახა კალაძისკენაც იყო მიმართული: 

ივანიშვილი პათოლოგიური მატყუარაა, მის სიტყვებს ფასი არ აქვს, დღეს სჭირდება ასე, ხვალ შესაძლოა, დიამეტრალურად განსხვავებული რამ თქვას, ეს სჭირდება დღეს ასე, რომ თუნდაც კალაძე არ გაექცეს, თორემ ჩამოეშლებოდა პარტია"- დასძინა უგულავამ. 

 

მსგავსი სიახლეები