"ოცნებამ" საკუთარ თავს გაუჩალიჩა, გახარია ამ ეტაპზე ოპოზიციის სიტუაციური მეკავშირეა - უგულავა

07.06.21 18:56
"ოცნებამ" საკუთარ თავს გაუჩალიჩა, გახარია ამ ეტაპზე ოპოზიციის სიტუაციური მეკავშირეა -  უგულავა

გიგი უგულავა თვლის, რომ გიორგი გახარია გადადგომითა და პარტიის შექმნით პოლიტიკური იმუნიტეტის მოპოვებას ცდილობს.

უგულავა ვარაუდობს, რომ შესაძლებელია, გახარია და ივანიშვილი მომავალში კვლავ შერიგდნენ, თუმცა მოცემულ მომენტში გახარია ოპოზიციის სიტუაციურ მოკავშირედ შეიძლება ჩაითვალოს. 

გახარიას ეს ქმედება არის არა დაპირისპირება, არამედ თავის დაცვა. რა ჩაატარა დღემდე, უგემოვნო პარტიის პრეზენტაცია, თქვა რამე, დაუპირისპირდა ივანიშვილს? 

გახარია ამ ეტაპზე არის ოპოზიციის სიტუაციური მოკავშირე, ,,ოცნებამ" თავის თავს გაუჩალიჩა. ადამიანი, რომელიც მათი პრემიერი იყო, გაექცათ, მას ახლა შეუძლია, არჩევნებზე ,,ოცნების" 43% -ს ქვემოთ ჩამოგდებაში მიიღოს მონაწილეობა, ნებსით თუ უნებლიეთ. მეტი არც ოპოზიციას უნდა გახარიასგან და არც გახარიას მათგან.

არ არის გამორიცხული, გახარია და ივანიშვილი მომავალში შერიგდნენ, მაგრამ ერთი კარგი ჩხუბი მათ შორის იქნება", - აცხადებს გიგი უგულავა.