სასამართლოს დამოუკიდებლობა უმნიშვნელოვანესია ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის - რიკერი
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის წარმომადგენელი, ფილიპ რიკერი, ამბობს, რომ ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის სასამართლოს დამოუკიდებლობა უმნიშვნელოვანესია.
საქართველოს დემოკრატიულმა ინსტიტუტებმა აღიარების დღიდან მიაღწიეს საკმაოდ დიდ პროგრესს, თუმცა გასაკეთებელი კვლავ ბევრია. სასამართლო სისტემის რეფორმა ძალიან მნიშვნელოვანია, ამას იმსახურებს ქართველი ხალხი, უნდა მოხდეს ყველა იმ საკითხის გათვალისწინება, როგორიც არის მოსამართლეთა არჩევა, მათი დაწინაურება, სადისციპლინო საკითხები და ა.შ. ეს ყველაფერი რეფორმით უნდა იქნეს გადაჭრილი"- თქვა ფილიპ რიკერმა.
მისი შეფასებით, 19 აპრილის შეთანხმება წინ გადადგმული ნაბიჯი იყო ამ კუთხით და ეს ნიშნავს, რომ ამ რეფორმებზე მუშაობა უნდა გაგრძელდეს.
მუშაობის პროცესი უნდა იყოს ძალიან ინკლუზიური და მასში ასახვა უნდა ჰპოვოს მრავალფეროვანმა მოსაზრებებმა საქართველოს მოსახლეობის და საზოგადოების. კარგია ის, რომ გარდა არსებული ინსტიტუტებისა, რაც უნდა გააძლიეროთ, ასევე არის საერთაშორისო დახმარება ვენეციის კომისიის სახით და სხვადასხვა რეკომენდაციებით, რაც ძალიან მნიშვნელოვნად წაადგება საქართველოს რეფორმირების პროცესში.
ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ სასამართლოს დამოუკიდებლას და კანონის უზენაესობა უმნიშვნელოვანესია ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის და იმისთვის, რომ ქვეყანა განვითარდეს"- თქვა ფილიპ რიკერმა.