ნინომწმინდის პანსიონში შსს შევიდა
ნინოწმინდის პანსიონში შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები შევიდნენ. ტვ პირველის კამერამ შენობაში ავტომობილის შესვლის კადრები რამდენიმე წუთის წინ გადაიღო.
დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია. სავარაუდოა, რომ გომელაურის უწყების წარმომადგენლები პანსიონის აღმზრდელებს გამოკითხვაზე გადაიყვანენ.
ამასთან, როგორც ირკვევა, პანსიონში 32 ბენეფიციარი რჩება. ისინი დღეს "ვორლდ ვიჟენ ჯორჯიას" წარმომადგენლებმა მოინახულეს.
შენიშვნა: არქივის ფოტო