"ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია" საპარლამენტო საქმიანობას დღეიდან იწყებს

08.06.21 10:35
"ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია" საპარლამენტო საქმიანობას დღეიდან იწყებს

„ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტისთვის გამოცხადებულ ბოიკოტს წყვეტს, ბლოკიდან (ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშია) არჩული დეპუტატები პარლამენტის სხდომაზე დღეს პირველად მივლენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციას ხატია დეკანოიძე უხელმძღვანელებს.

,,ენმ"-ს პარლამენტში 32  დეპუტატი ეყოლება. დეპუტატები არ აპირებენ საპარლამენტო თანმდებობის დაკავებას და ამბობენ, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლისთვის ახლა საპარლამენტო ტრიბუნასაც გამოიყენებენ.