,,ენმ"-ს პარლამენტში შესვლა სირცხვილის დერეფნის გავლით მოუწევს - აქცია პარლამენტთან

08.06.21 10:56
,,ენმ"-ს პარლამენტში შესვლა სირცხვილის დერეფნის  გავლით მოუწევს - აქცია პარლამენტთან

"ნაციონალურ მოძრაობას" საკანონმდებლო ორგანოში შესვლა სირცხვილის დერეფნის  გავლით მოუწევს.

პარლამენტთან დილიდან მოქალაქეთა ჯგუფი და პოლიციაა მობილიზებული. აქციის მონაწილეები ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიას ამომრჩევლის მოტყუებაში ადანაშაულებენ და ამ ფორმით მათ პარლამენტში შესვლას აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეები ამტკიცებენ, რომ არც ერთ ორგანიზაციას არ წარმოადგენენ, თუმცა რამდენიმე მათგანი "ქართული ოცნების" აქციაზეა შემჩნეული. 

ნიკა მელიას განცხადების საპასუხოდ კი ამბობენ, რომ პარლამენტში შესული ყველა დეპუტატი "პუფია". პარლამენტთან მივიდა ორი კლოუნის ფორმაში გამოწყობილი პირიც.

 მათ ბანერებზე პარტიის ლიდერების ფოტოები და ფრაზები აქვთ მიწერილი. ადგილზე აქციის მონაწილეებმა პუფები მიიტანეს.