"უარი ახალ რუსულ კანონს" - აქტივისტებმა ღამე პარლამენტთან გაათენეს
სამოქალაქო აქტივისტები პრეზიდენტის გადაწყვეტილების მოლოდინში არიან. კარვების კანონის მოწინააღმდეგეებმა ღამე კარვებით ქუჩაში გაათენეს. ახალგაზრდები ფიქრობენ რომ აქციებზე გაუგონარი შეზღუდვების დაწესებით, ქვეყანაში თავისუფალი სიტყვა საბოლოოდ მოკვდება.
მომიტინგეების ბოლო იმედი ახლა პრეზიდენტის ვეტოა. ზურაბიშვილს მოსაფიქრებლად 14 დღე აქვს. ვიდრე ორბელიანების სასახლიდან ახალი ცნობები გავრცელდება, სწორედ კარვების გაშლის გამო, დაკავებული ძმები გრიგორიადისები, სასამართლოს მოლოდინში არიან.
როცა პრორუსულ ხელისუფლებას ვებრძვით, ჩვენი ყველაზე დიდი იარაღი არის პროტესტი და აქციები, როცა ამას გვიზღუდავენ, ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი უფსკრულისაკენ, რუსეთისაკენ, რის მოთმენასაც არ ვაპირებთ. გვაქვს სალომე ზურაბიშვილის იმედი. თუ ეს არ გამოვიდა, მაშინ ასიათასოიბით ადამიანს ამ მოედანზე აუცილებლად იხილავთ". - ამბობს აქტივისტი.