ეს ხელისუფლება საპატრიარქოსთან ჩახუტებულია - ზურაბ ჯაფარიძე

08.06.21 11:35
ეს ხელისუფლება საპატრიარქოსთან ჩახუტებულია - ზურაბ ჯაფარიძე

"გირჩის" ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე, ფიქრობს, რომ ხელისუფლებამ ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით საპატრიარქოსთან დაპირისპირება ვერ გაბედა. ჯაფარიძე ფიქრობს, რომ საპატრიარქოსთან  ურთიერთობის გაფუჭება "ოცნებას" წინასაარჩევნოდ არ აწყობს და გავლენიან მღვდელმთავრებთან დაპირისპირება სწორედ ამიტომ ერიდება. 

საპატრიარქო არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი პოლიტიკური ინსტიტუტი ამ ქვეყანაში, მის წინააღმდეგ წასვლას ვერ ბედავდა ვერც ერთი ხელისუფლება და ვერ ბედავს ვერც ეს ხელისუფლება. 

ყოველთვის ეშინოდა ყველა ხელისუფლებას და ეს ხელისუფლებაც არის ჩახუტებული. საპატრიარქო არის ძლიერი პოლიტიკური ინსტიტუტი ამ ქვეყანაში, რომლის პოლიტიკური მხარდაჭერაც განაპირობებს არჩევნების დროს  შედეგებს", - ამბობს ზურაბ ჯაფარიძე. 

მსგავსი სიახლეები