მსჯელობა პარლამენტში შესვლის წინ - "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში შეხვედრა მიმდინარეობს

08.06.21 12:16
მსჯელობა პარლამენტში შესვლის წინ - "ნაციონალური მოძრაობის"  ოფისში შეხვედრა მიმდინარეობს

"ნაციონალური მოძრაობის" საპარლამენტო ფრაქციის წევრები ამ წუთებში პარტიის ოფისში იკრიბებიან. პარტიის ის დეპუტატები, რომლებიც პარლამენტში შედიან, ამბობენ, რომ გუნდში ტექნიკურ საკითხებზე იმსჯელებენ, შემდეგ კი პარლამენტში  მივლენ და საკანონმდებლო პროცესებში აქტიურად ჩაერთვებიან.  დეპუტატები აცხადებენ, რომ ამნისტიის კანონპროექტის არსებულ ვერსიას მხარს არ დაუჭერენ.

დღეიდან ვაპირებთ საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვას, არის საკითხები, რაც აწუხებს  ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, ჩვენს ქვეყანას და ჩვენ ამ საკითხებს განხილვაში აუცილებლად ჩავერთვებით. 

ამნისტიასთან დაკავშირებით განვაცხადეთ და კიდევ ვამბობთ, რომ არ დავუჭერთ მხარს ამ სახით ამნისტიას. არის მთელი რიგი საკითხები, რაც არის შესაჯერებელი ფრაქციაში", - ამბობს დავით კირკიტაძე. 

პლენარული სესია საკანონმდებლო ორგანოში ამ წუთებში მიმდინარეობს.