"ოცნება” სტარტეგიულმა მოკავშირეებმა გააფრთხილეს - სალომე სამადაშვილი

08.06.21 12:30
"ოცნება” სტარტეგიულმა მოკავშირეებმა გააფრთხილეს - სალომე სამადაშვილი

ამნისტიის კანონპროექტს ისე მიიღებენ, რომ ნიკა მელიას არ შეეხოს, ეს შარლ მიშელის შეთანხმების სულისკვეთებას შეეწინააღმდეგება - ამის შესახებ ფრაქცია ,,ლელოს" წევრმა, სალომე სამადაშვილმა, სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. 

მისი თქმით, მათთვის ამნისტიის კანონპროექტთან მიმართებით ორი საკითხია პრინციპულად მნიშვნელოვანი: 

პირველი - როგორ იქნება კანონპროექტში ასახული ნიკა მელიას საქმესთან მიმართებით. ამნისტიის იდეა მედიატორების მიერ იმისთვის იყო შემოთავაზებული, რომ დაიხუროს ნიკა მელიას წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმე. ამიტომ, თუ ამნისტიის კანონპროექტი მიღებული იქნება იმგვარად, რომ ეს კანონპროექტი ნიკა მელიას არ შეეხოს, ეს ეწინააღმდეგება მიშელის შეთანხმების სულისკვეთებას. ამის შესახებ “ქართული ოცნების” წარმომადგენლები გააფრთხილეს, მათ შორის სტარტეგიულმა მოკავშირეებმა, სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციამ, რომელიც საქართველოში გუშინ იმყოფებოდა და ვნახოთ, საბოლოოდ როგორ ჩამოყალიბდება მათი პოზიცია.

რაც შეეხება სხვა საკითხებს, ჩვენი პოზიციაა, რომ ამნისტია უნდა შეეხოს არა ფაქტს, არამედ კონკრეტულ დანაშაულებს და მუხლებს. ამასთან მიმართებით ჩვენ გვაქვს აზრთა სხვადასხვაობა და ჩვენი პოზიცია ასახულია იმ კანონპროექტში, რომელიც პარლმენტში წავადგინეთ”, - განაცხადა სამადაშვილმა.

მსგავსი სიახლეები