გაცხადდა, რომ გახარია ივანიშვილის პროექტი არ არის - ირაკლი კობახიძე

08.06.21 12:40
 გაცხადდა, რომ გახარია ივანიშვილის პროექტი არ არის - ირაკლი კობახიძე

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილის განცხადების შემდეგ ნათელი გახდა, რომ გახარია არა მმართველი გუნდის, არამედ "სხვა ვინმეს ან რამის პროექტია".

გაცხადდა რომ გახარია არ არის არც ოცნების პროექტი, არც ივანიშვილის პროექტი და ამით მგონი გაცხადდა ისიც, რომ გახარია არის სხვა ვინმეს ან სხვა რამის პროექტი.

რაც შეეხება შეფასებას - ეს იყო რა თქმა უნდა გუნდის ღალატი და უფრო მეტიც, როგორც ეს ითქვა ბიძინა ივანიშვილის განცხადებაშიც, ეს იყო სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი და ეს შეიძლება პოლიტიკურად შეფასდეს, როგორც სახელმწიფოს პირდაპირი ღალატი", - განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე მივა თუ არა ის პროკურატურაში ჩვენების მისაცემად, კობახიძემ თქვა, რომ თუ გამოძიებას კითხვები ექნება, პასუხს გასცემს.

გამოძიება არის სამართალდამცავი ორგანოების ფუნქცია. თუ რაიმე კითხვა იქნება, ყველა კითხვას გაეცემა პასუხი", - თქვა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძის დაკითხვა გუშინ გიორგი გახარიას გუნდმა მოითხოვა. 

მსგავსი სიახლეები