რაც ხდება ზურაბიშვილის თავს, არის სიმპტომატური, რასაც ივანიშვილის რეჟიმი წარმოადგენს - ბოკერია

06.10.23 19:21
რაც ხდება ზურაბიშვილის თავს, არის სიმპტომატური, რასაც ივანიშვილის რეჟიმი წარმოადგენს - ბოკერია

"მიუხედავად ოპოზიციის უპრინციპობისა და არათანმიმდევრულობისა, ძნელად წარმომიდგენია, მათგან ვინმემ მხარი დაუჭიროს," - ასე ეხმაურება "ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია სალომე ზურაბიშვილის მიმართ წარმართულ იმპიჩმენტის პროცესს. ბოკერიას არ აქვს მოლოდინი, რომ თუ იმპიჩმენტის პროცესი პარლამენტში გადაინაცვლებს, ოპოზიციიდან რომელიმე დეპუტატმა მხარი დაუჭიროს.

ბოკერიას თქმით, დღესდღეობით რაც ქვეყნის მთავარსარდლის გარშემო ხდება, ივანიშვილის აბსურდულ და მარაზმ რეჟიმს გამოხატავს.

ეს ამბავი, რაც ხდება სალომე ზურაბიშვილის თავს, რა თქმა უნდა, არის სიმპტომატური, რასაც ივანიშვილის რეჟიმი წარმოადგენს. უდიდესი ალბათობით, იმპიჩმენტი ვერ შედგება. ძნელად წარმომიდგენია, რომ ოპოზიციიდან ვინმემ მხარი დაუჭიროს, მათი უპრინციპობისა და არათანმიმდევრულობის მიუხედავად. ჩვენი ბედი სასამართლოში არ წყდება, მაგრამ ეს არის ცუდი, რადგან ეს აჩვენებს იმას, თუ სად არის ჩვენი ქვეყანა. ვიმეორებ, რომ გვყავს ხელისუფლება, რომელიც ამ მარაზმით და აბსურდით არის დაკავებული - აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

მსგავსი სიახლეები