ენმ-ს აუცილებლად მოუწევს მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერა - კობახიძე ოპოზიციას ისევ ემუქრბა
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე „ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო საქმიანობის დაწყებას აფასებს და ამბობს, რომ შარლ მიშლის დოკუმენტის ხელმოწერის გარეშე მათ პარლამენტში შემოსვლას არავითარი ფასი არ აქვს.
კობახიძე ირწმუნება, რომ ენმ-ს დეპუტატებს აუცილებლად მოუწევთ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი მხრიდან რეაგირება იქნება მკაცრი.
შარლ მიშლის დოკუმენტის ხელმოწერის გარეშე მათ პარლამენტში შემოსვლას არავითარი ფასი არ აქვს, აუცილებლად მოუწევთ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერა, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი მხრიდან რეაგირება იქნება მკაცრი. თუ ხელს არ მოუწერენ მიშელის დოკუმენტს, მიშელის დოკუმენტიდან გამომდინარე პრივილეგიებით ისინი ვერ ისარგებლებენ, მათ შორის ვერ ჩაერთვებიან სამუშაო ფორმატებში, რომელიც უკავშირდება ამ დოკუმენტის აღსრულებას. ისინი არ იქნებიან მოწვეული სამუშაო ფორმატებში, ვიდრე ხელს არ მოაწერენ ამ დოკუმენტს, ეს შეიძლება იყოს საარჩევნო რეფორმის, სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფი და ასე შემდეგ“, - ამბობს ირაკლი კობახიძე.