გახარიას საქციელი არ იყო მოსაწონი - კალაძე

08.06.21 13:10
გახარიას საქციელი არ იყო მოსაწონი - კალაძე

 ბიძინა ივანიშვილის წერილი კიდევ ერთი დასტური იყო, რომ გიორგი გახარიას პარტიის  დაფუძნება ივანიშვილის პროექტი არ არის - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ, განაცხადა, რითაც ყოფილი პრემიერის წერილი შეაფასა. 

"ოცნების" სხვა ლიდერებისგან განსხვავებით, კალაძე გიორგი გახარიას მისამართით დღეს "მოღალატის" გამოყენებას მოერიდა. 

ბიძინა ივანიშვილს არ უთქვამს, რომ გიორგი გახარიას ქმედება ღალატი იყო. მან ღალატი ახსენა გუნდთან მიმართებით. რა თქმა უნდა, არ იყო მოსაწონი ის გადაწყვეტილება, რომელიც იმ კონკრეტულ მომენტში მან მიიღო"- განაცხადა კალაძემ. 

ბიძინა ივანიშვილმა ყოფილი პრემიერი, გიორგი გახარია, სახელმწიფოს ღალატში დაადანაშაულა. ოლიგარქის გზავნილი კი მმართველი პარტიის ლიდერშიპის დიდმა ნაწილმა გუშინვე გაიმეორა.