პარლამენტში შესულ ,,ენმ"-ს სირცხვილის დერეფანს ,,ოცნების" ახალგაზრდული ფრთა უწყობს

08.06.21 13:36
პარლამენტში შესულ ,,ენმ"-ს სირცხვილის დერეფანს ,,ოცნების" ახალგაზრდული ფრთა  უწყობს

პარლამენტთან ,,ნაციონალური მოძრაობას" აქციის მოსაწყობად სხვებთან ერთად  ,,ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთისა და მერიის წარმომადგენლებიც ელოდებიან. ისინი "პირველებთან" მმართველ პარტიასთან კავშირს უარჰყოფენ, თუმცა საპირისპიროს ამტკიცებს მათი სოციალური ქსელების ანგარიშები. 

,,ტვ პირველმა" გაარკვია, რომ აქციის ორგანიზატორია გიორგი შუკვანი, ,,ოცნების" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენელი. ,,პირველებმა" მისი სოციალური ქსელის ანგარიში გადაამოწმეს, სადაც აღნიშნულია, რომ შუკვანი ამ დრომდე ,,ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრია. აქციაზე იმყოფება თორნიკე კაპანაძეც, რომელიც სხვადასხვა დროს მერიის აიპებ-ში მუშაობდა და ამჟამად პეინბოლის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტია.

ტვ პირველმა ეს მტკიცებულება აქციის მონაწილეებს წარუდგინა, თუმცა ისინი ,,ოცნებასთან" კავშირს მაინც უარჰყოფენ.

ეს სურათი, რაც მაჩვენეთ, ამაზე ძალიან მარტივი პასუხი მაქვს, ეს სურათი გადაღებულია ილიას ბაღში, მე ვცხოვრობ ჩუღურეთში, მაგ ბაღთან ძალიან ახლოს, და მომიწია მაგ ბაღთან ახლოს გავლა, უკაცრავად, იქ თუ ვერ შევხედე ,,ქართული ოცნების" ლოგოს. დღევანდელი მოცემულობით ,,ოცნების" წევრი არ ვარ - აცხადებს აქციის ორგანიზატორი, გიორგი შუკვანი.

 მერიის თანამშრომლობას უარჰყოფს თორნიკე კაპანაძე, ამბობს, რომ პეინბოლის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტია და მმართველ პარტიასთან კავშირი არ აქვს.

პარლამენტის შენობასთან დილიდან აქციაზე  შეკრებილებს  ბანერებზე პარტიის ლიდერების ფოტოები და ფრაზები აქვთ მიწერილი.

ამ დრომდე ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრები  პარლამენტში არ მოსულან. 

მსგავსი სიახლეები