მიხარია, რომ "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში შემოდის - კახა კუჭავა

08.06.21 13:18
მიხარია, რომ "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში შემოდის - კახა კუჭავა

„ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში დაბრუნებას პარლამენტის თავმჯდომარე მიესალმება. კახა კუჭავას თქმით,  აუცილებელია საკანონმდებლო ორგანოში ყველა პოლიტიკური ძალა იყოს წარმოდგენილი. 
პარლამენტის თავმჯდომარე ასევე, ისურვებდა, რომ ყველაზე დიდმა ოპოზიციურმა პარტიამ შარლ მიშელის დოკუმენტს მოაწეროს ხელი. 

მიხარია, რომ ისინი შემოდიან, რადგან აუცილებელია, რომ პარლამენტში იყოს ყველა პოლიტიკური ძალა წარმოდგენილი. მე, რა თქმა უნდა, ვისურვებ, რომ მათ ხელი მოაწერონ შარლ მიშელის დოკუმენტს, რადგან იქ არის ძალიან მნიშვნელოვანი ბევრი პუნქტი, რომელზეც აუცილებელია ყველა პარტიის ცართულობა, - ამბობს კახა კუჭავა. 
 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" საპარლამენტო საქმიანობაში დღეიდან ჩაერთვება. 

მსგავსი სიახლეები