რა მიზნით შემოდის „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში, მათ უნდა ჰკითხოთ - გიორგი ვაშაძე

08.06.21 13:33
რა მიზნით შემოდის „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში,  მათ უნდა ჰკითხოთ - გიორგი ვაშაძე

,,ენმ"-ს პარლამენტში დაბრუნებას „სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე, დადებითად აფასებს, თუმცა არ იცის, რა მიზანს ემსახურება ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის საპარლამენტო საქმიანობა. მისი თქმით, ამ კითხვას თავად ,,ენმ"-ს წარმომადგენლებმა უნდა უპასუხონ. 

„ნაციონალური მოძრაობა“ რომ შემოდის დღეს პარლამენტში, ეს არის კარგი. კარგია, რომ საბოლოოდ, ეს გადაწყვეტილება მიიღეს. რაზე იმუშავებენ, როგორ იმუშავებენ, რას გააკეთებენ, რა მიზნით შემოვიდნენ, ეს უნდა ჰკითხოთ მათ. ჩვენ ჩვენი ხელმოწერით დავაფიქსირეთ, რომ კონკრეტული მიზნით შემოვიდეთ ამ პარლამენტში, რომ შარლ მიშელის დოკუმენტის შეთანხმება არის ამ მიზნის განუყოფელი ნაწილი. რა მიზნით შემოდის „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში, ეს მათ უნდა ჰკითხოთ, - ამბობს გიორგი ვაშაძე.
 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" საპარლამენტო საქმიანობაში დღეიდან ჩაერთვება.