საპატრიარქოს არ დავუპირისპირდებით არც არჩევნებამდე და არც შემდეგ - კობახიძე

08.06.21 13:38
საპატრიარქოს არ დავუპირისპირდებით არც არჩევნებამდე და არც შემდეგ - კობახიძე

ირაკლი კობახიძე ნინოწმინდის პანსიონში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას ამბობს, რომ ხელისუფლება საპატრიარქოს არ დაუპირისპირდება. 

მისი თქმით, კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებული სამართლებლივი შედეგები გამოძიების შემდეგ გახდება ცნობილი.

საპატრიარქოს ჩვენ არ დავუპირისპირდებით არც არჩევნებამდე და არც შემდეგ, ეს ცხადია. რაც შეეხება კონკრეტული სისხლის სამარლის დანაშაულის გამოძიებას, თუ ასეთი არსებობს, ბუნებრივია, ეს არის წმინდა სამართლებლივი საკითხი და სამართლებლივი შედეგები, რა თქმა უნდა, დადგება გამოძიების შემდეგ", - თქვა ირაკლი კობახიძემ.

 

მსგავსი სიახლეები