პრეზიდენტი ილჰამ ალიევის საქართველოში ვიზიტის შესახებ ინფორმირებული არ ყოფილა
შეხვდება თუ არა თბილისში ჩამოსული აზერბაიჯანის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილს? - პრეზიდენტის ადმინისტრაცია "პირველებს" ეუბნება, რომ ინფორმაცია ალიევის ვიზიტის შესახებ არც საგარეოს და არც მთავრობას მათთვის არ მიუწოდებიათ.
შეგახსენებთ, რომ ილჰამ ალიევი საქართველოში დღეს ჩამოფრინდა. აზერბაიჯანის პრეზიდენტი ამ წუთებში საქართველოს პრემიერ-მინისტრს ხვდება. ზუსტად 14:00 საათზე კი ისინი ერთობლივ ბრიფინგს გამართავენ.