ვაშაძე თუ ძველი ბიჭი იყო, არ მეგონა - ელისაშვილი

08.06.21 14:31
ვაშაძე თუ ძველი ბიჭი იყო, არ მეგონა - ელისაშვილი

ვაშაძე თუ ძველი ბიჭი იყო, არ მეგონა -  ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სესიაზე "მოქალაქეების" ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა, თქვა. ელისაშვილის ნათქვამს დარბაზში ტაში მოჰყვა. 

მეგონა, ამ პოლიტიკაში თითქმის ყველაფერი გავიგე და ვაშაძე თუ ძველი ბიჭი იყო, არ მეგონა ნამდვილად, ბოლო დროს ყველას გვეძველბიჭება. მასე გააგრძელე, გიორგი", - თქვა ელისაშვილმა. 

ელისაშვილმა სიტყვით გამოსვლის დროს „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შემოსვლის შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, ,,ენმ" საკანონმდებლო ორგანოში "შერცხვენილი და თავლაფდასხმული" შემოდის.