ივანიშვილი სასულიერო ლიდერია, თუ რა გზავნილებს აკეთებს? - სალომე სამადაშვილი

08.06.21 14:37
ივანიშვილი სასულიერო ლიდერია, თუ რა გზავნილებს აკეთებს? - სალომე სამადაშვილი

სალომე სამადაშვილს აინტრესებს, რა სტატუსით წარსდგა გუშინ საზოგადოების წინაშე ბიძინა ივანიშვილი და რა გზავნილები იკითხებოდა მის წერილში. ფრაქცია ,,ლელოს" წევრის შეფასებით, საქართველოში ოლიგარქიული მმართველობა არ დასრულებულა.

მაინტერესებს, რა იყო ივაშვილის გუშინდელი მორიგი გზავნილი? მართლა მაინტერესებს, ვინ არის ეს პიროვნება და პოზიცია უჭირავს მას ჩვენს ქვეყანაში? სულიერი ლიდერია? სასულიერო ლიდერია? გზავნილებს აკეთებს დროთადრო და ჭკუას გვარიგებს საზოგადოებას? თუ გაერიდა პოლიტიკურ პროცესს, რატომ ერევა?..

და საერთოდ, რა არის მისი ფუნქცია ჩვენს სახელწმიფო მართვაში?

 მისი ფუნქციაა ამ ქვეყანაში - რჩება ამ ქვეყნის არაფორმალურ მმართველად... იმ მმართველად, რომელიც კვლავ იღებს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას...

ოლიგარქიული მმართველობის მქონე ქვეყანა ვერანაირ ნატოში და ევროკავშირში ვერ გაწევრიანდება. თავს ნუ მოიტყუებთ" - განაცხადა სალომე სამადაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.                                                                                                                                                                                                                  

ბიძინა ივანიშვილმა ხანგძლივი გაუჩინარების შემდეგ გუშინ წერილი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნა, რომ გახარიას პარტია მისი პროექტი არ არის და ყოფილ პრემიერს, გიორგი გახარიას, სახელმწიფოს წინააღმდეგ ღალატში ბრალი დასდო.