არაადამიანური მოპყრობა ჯარისკაცების მიმართ - დიმიტრი დევდარიანის საქმე ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს გადაეცა

08.06.21 15:03
არაადამიანური მოპყრობა ჯარისკაცების მიმართ - დიმიტრი დევდარიანის საქმე ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს გადაეცა

იაღლუჯის ბაზაზე ჯარისკაცების მიმართ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის საქმეზე დაკავებული ყოფილი მაღალჩინოსნის, დიმიტრი დევდარიანის, საქმე ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს გადაეცა. მეორე ბრალდებულმა, გიორგი ბიჩინაშვილმა, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ მისი საქმის განხილვაზე უარი განაცხადა.  შესაბამისად, ბიჩელაშვილის საქმე ცალკე წარმოებად წარიმართება და მოსამართლე განიხილავს.

დღეს სასამართლომ ბრალდების მხარის მტკიცებულებები დასაშვებად ცნო. საბოლოო ჯამში, მოსამართლემ ორივე დაკავებული პატიმრობაში დატოვა.

ჯარისკაცების წამებაში ბრალდებულები აპრილში დააკავეს. ორივე ბრალდებული ამ დრომდე  დუმილის უფლებას იყენებს. 

შსს-ს  თანამშრომლებს, დავით დევდარიანსა და გიორგი ბიჩინაშვილს, გამოძიება ჯარისკაცების მიმართ  არაადამიანურ და ღირსების შემლახავ მოპყრობას ედავება. საქმის მასალების მიხედვით,  აღნიშნული პირები წვევამდელებს აკრძალული მეთოდებით სჯიდნენ, მათ ყაზარმებსა და საპირფარეშოებს კბილის ჯაგრისით ახეხინებდნენ. ირკვევა, რომ ძალადობა ჯარისაკაცებზე სისტემატურად გრძელდებოდა. საქმეში ფიგურირებს ვიდეო კადრებიც, რომელიც ბრალდებულების ტელეფონიდან ამოიღეს.