"ნაციონალურ მოძრაობაში" შეხვედრა დასრულდა
"ნაციონალური მოძრაობის" მთავარ ოფისში შეხვედრა დასრულდა. "ძალა ერთობაშიას" ბლოკში შემავალი დეპუტატები საპარლამენტო საქმიანობის დაწყებასთან დაკავშირებით რამდენიმე საათის განმავლობაში მსჯელობდნენ. საპარლამენტო ფრაქციაში შემავალი დეპუტატები საკანონმდებლო ორგანოში გადაინაცვლებენ, სადაც პლენარული სესია მიმდინარეობს. სესიაზე სიტყვით პარტიის თავმჯდომარე, ნიკა მელია, გამოვა.
პლენარული სესია საკანონმდებლო ორგანოში ამ წუთებში მიმდინარეობს.
"ნაციონალური მოძრაობის" მანდატით პარლამენტში 32 დეპუტატი შედის.