როგორც ჩანს, წინასწარ მოამზადეთ ტექსტები - ხათუნა სამნიძე "ოცნებას" აკრიტიკებს

08.06.21 15:25
როგორც ჩანს, წინასწარ მოამზადეთ ტექსტები - ხათუნა სამნიძე "ოცნებას" აკრიტიკებს

ფრაქცია „მიშელის რეფორმების ჯგუფის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე „ქართულ ოცნებას“ აკრიტიკებს. დეპუტატის უკმაყოფილება  მმართველი გუნდის იმ ცინიკურმა განცხადებებმა გამოიწვია, რომელიც მათ ენმ-ს პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით გააკეთეს. 

კარგად გისმენდით, კოლეგებო. როგორც ჩანს, წინასწარ მოამზადეთ ტექსტები „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შემოსვლასთან დაკავშირებით. ყველა თქვენს განცხადებაში ცდილობთ, რომ ცინიკურად გამოეხმაუროთ იმას, რასაც ამდენი თვეა ცდილობენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები. არც ერთი თქვენგანისგან არ მომისმენია მზაობა, მოწოდება, აუცილებლობა იმის, რომ შარლ მიშელის დოკუემნტის შესაბამისად, ჩვენ ვიმუშაოთ ერთად, - ამბობს ხათუნა სამნიძე. 

არსებული ინფორმაციით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო საქმიანობაში დღეიდან ჩაერთვება. 
 

მსგავსი სიახლეები