სავარაუდოდ ეშინიათ, პანიკაში არიან - გახარიას გუნდი ხელისუფლებას პასუხობს
ეშინიათ, პანიკაში არიან - ასეთია გახარიას გუნდის რეაქცია "ქართული ოცნების" ლიდერების შეცვლილ რიტორიკაზე, რომლებიც რამდენიმე დღის წინ, ყოფილ პრემიერის მონაწილეობით სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაზე გამოთქვამდნენ ეჭვებს.
ოპოზიციონერი დეპუტატი, ანა ბუჩუკური ამბობს, რომ მათ "ქართული ოცნების" ლიდერების ბრალდებებზე სმართლებრივი რეაგირება უკვე მოითხოვეს:
ბატონი კობახიძე და ბატონი მდინარაძე იურისტები არიან და ძალიან კარგად იციამ, როგორი მძიმე ბრალდებები გააჟღერეს. ჩვენ მყისიერად მოვითხოვეთ გამოძიების დაწყება, რომ გამოძიების ფარგლებში ყოფილიყო უზრუნველყოფილი ამ ბრალდებებზე პასუხების გაცემა.
გამოჩნდა, მმართველი პარტიის ამჟამინდელი ლიდერების შეცვკლილი რიტორიკა - რომ ბარალდებები კი არ გაგვიჟღერებია, პოლიტიკური განცხადებებბი გავაკეთეთო. პოლიციელები და ჯარიკაცები პოლიტიკური განცხადებების ფარგლებში დაადანაშაულეს?!
სავარაუდოდ, ძალიან ეშინიათ და სავარაუდოდ პანიკაში არიან"- აცხადებს ანა ბუჩუკური.
მმართველი პარტია დღეს ამბობს, რომ შესაძლო გადატრიალების სცენარზე საუბრისას მათ პოლიტიკური შეფასება გააკეს.