პარლამენტმა ამნისტიის კანონპროექტის განხილვა გადადო

08.06.21 15:55
პარლამენტმა ამნისტიის კანონპროექტის განხილვა გადადო

პარლამენტმა ამნისტიის კანონპროექტის  განხილვა გადადო. "ქართული ოცნების"  დეპუტატის, მამუკა მდინარაძის, თქმით, მიზეზი პარლამენტში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" არყოფნაა.

 მდინარაძის ინფორმაციით, განხილვისას პარლამენტში ,,ნაცმოძრაობის" წევრებიც უნდა იყვნენ წარმოდგენილი.

იმ ხალხის გარეშე, რომლის ერთ-ერთ მთავარ წარმომადგენელს, ფორმალურ თავმჯდომარეს, მათ შორის, ეხება ამნისტიის პროექტი, მათი მონაწილეობის გარეშე არ მგონია, რომ სწორი იყოს. დაველოდოთ და მათი არგუმენტებიც მოვისმინოთ და დღეს გადავდოთ ამნისტიის საკითხი",-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

პარლამენტი დღეს ,,ქართული ოცნების" მიერ წარმოდგენილ ამნისტიის კანონპროექტს განიხილავდა.