7 თვიანი ბოიკოტი დასრულებულია - ,,ენმ" პარლამენტში მივიდა

08.06.21 15:54
7 თვიანი ბოიკოტი დასრულებულია - ,,ენმ" პარლამენტში მივიდა

7 თვიანი ბოიკოტი დასრულებულია - "ნაციონალური მოძრაობა" "ძალა ერთობაშია - გაერთიანებული ოპოზიციის ბლოკში შემავალ პარტიებთან ერთად პარლამენტში შევიდა. 

საკანონმდებლო ორგანოში მივიდა პარტიის თავმჯდომარე, ნიკა მელია. ის მეათე მოწვევის პარლამენტში სიტყვით გამოვა. 

პირობას გაძლევთ, რომ თქვენი ჟურნალისტური კარიერის განმავლობაში, ისეთი საინტერესო მომდევნო ოთხი თვე, რაც გელოდებათ წინ, არ გქონიათ დღემდე" - განაცხადა მელიამ. 

მედიასთან კომენტარი გააკეთა ენმ-ს კიდევ ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემაც: 

ამნისტიის შესახებ კანონპროექტი ჩახსნეს, არგუმენტი არ აქვთ, იმიტომ, რომ რეალურად ჩვენი შემოსვლის შეეშინდათ. ძალიან წყნარად, მშვიდად ავალთ, შევიკრიბებით, ჯერ ველოდებით ყველას", - აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.

 „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მოსახლელობასთან შეხვედრების შემდეგ მიიღო. ყველაზე დისი ოპოზიციური პარტია შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტს ხელს არ აწერს. 

მსგავსი სიახლეები