,,ოცნების" კომფორტის ზონა პარლამენტშიც უნდა დამთავრდეს - ლევან ბეჟაშვილი
,,ნაცმოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი, ლევან ბეჟაშვილი, პირობას დებს, რომ მმართველ გუნდს ამჟამად უკვე პარლამენტშიც აღარ ექნება კომფორტის ზონა.
არც პარლამენტში, არც ქუჩაში, არსად მათ კომფორტის ზონა არ უნდა შევუქმნათ. ყველა ის საკითხი, რაც აწუხებს საზოგადოებას, იქნება ეს ეკონომიკა, კოვიდი, უმეშევრობა, უამრავი საკითხი აწუხებს საზოგადოებას და ,,ქართული ოცნება" ცდილობს, სხვა რეალობა შეგვიქმნას. ჩვენი შესვლით ,,ქართული ოცნების" კომფორტის ზონა პარლამენტშიც უნდა დამთავრდეს - აცხადებს ლევან ბეჟაშვილი.