ენმ-ს მთავარი ამოცანა უნდა იყოს, საკანონმდებლო ჩარჩოს მომზადება ვადამდელი არჩევნებისთვის - ბოკუჩავა

08.06.21 16:14
ენმ-ს მთავარი ამოცანა უნდა იყოს, საკანონმდებლო ჩარჩოს მომზადება  ვადამდელი არჩევნებისთვის -  ბოკუჩავა

"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ მისი აზრით,  ენმ-ს მთავარი საქმიანობა საკანონმდებლო ორგანოში ვადამდელი არჩევნებისთვის საკანონმდებლო ჩარჩოს მომზადება უნდა იყოს. რაც შეეხება შარლ მიშელის დოკუმენტის ხელის მოწერას, ბოკუჩავას თქმით, გადაწყვეტილება პარტიაში დემოკრატიული გზით მიიღეს და უმრავლესობამ გადაწყვიტა, რომ ხელი არ მოეწერა.  

ამნისტიის კანონის განხილვა გადადეს, სავარაუდოდ იმიტომ რომ ძალიან შეეშინდა ბატონ ოხანაშვილს რომ მელიას პირველი გამოსვლა პლენარულ სხდომაზე იქნებოდა სწორედ ამნისტიის კანონზე, ამით შეცვალეს დღის წესრიგი, მაგრამ არაუშავს პოლიტიკური გამოსვლის შესაძლებლობა მაინც გვექნება და ნიკა მელია გააკეთებს მთავარ განაცხადს, იმასთან დაკავშირებით თუ როგორ ხედავს "ნაციონალური მოძრაობა" საკუთარ ფუნქციას პარლამენტში. მე ვთვლი, რომ ენმ-ს მთავარი ამოცანა უნდა იყოს ის რომ მოვამზადოთ საკანონმდებლო ჩარჩო ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის, უმნიშვნელოვანესია მართლმსაჯულების რეფორმა, რომლის შესრულების ვალდებულება აიღო "ოცნებამ".

ჩვენ პარტიაში გადაწყვეტილებები  მიიღება დემოკრატიული პროცესის საფუძველზე ამ საკითხზე ჩატარდა კენჭისყრა და ხმათა უმრავლესობით გადაწყდა, რომ ენმ არ აწერს ხელს დოკუმენტს, თუმცა იზიარებს სულისკვეთებას და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ რეფორმები რაც გაწერილია შესრულდეს",- ამბობს თინა ბოკუჩავა.