თაკო ჩარკვიანმა ბოიკოტი შეწყვიტა და პარლამენტში შევიდა

08.06.21 16:23
თაკო ჩარკვიანმა ბოიკოტი შეწყვიტა და პარლამენტში შევიდა

პარტია "კანონი და სამართალის" ლიდერი, თაკო ჩარკვიანი, პარლამენტში შევიდა. საკანონმდებლო ორგანოში პოლიტიკოსი ცოტა ხნის წინ მივიდა. ამ ეტაპზე ჩარკვიანი პარლამენტში მუშაობას დამოუკიდებელი დეპუტატის რანგში განაგრძობს , თუმცა თანამშრომლობას  ბლოკთან "ძალა ერთობაშია" გეგმავს. 

ჩარკვიანმა  დეპუტატის მანდატი "სტრატეგია აღმაშენებელის" ბლოკით მოიპოვა, თუმცა მას შემდეგ, რაც პარტიის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ, შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერა და ბოიკოტის დასრულება გადაწყვიტა, ჩარკვიანმა ბლოკი დატოვა და ბოიკოტს შეუერთდა.