იოტისოდენა ფაქტი არ აქვს გამოძიებას, რომ ჩემი დაბარება მოხდეს - ზარნაძე თავდასხმაზე

10.10.23 15:09
იოტისოდენა ფაქტი არ აქვს გამოძიებას, რომ ჩემი დაბარება მოხდეს - ზარნაძე თავდასხმაზე

ენმ-ს დეპუტატ ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმა -კახა კალაძის მეგობარი და გლდანის მაჟორიტარი კოტე ზარნაძე ამბობს, რომ გამოძიებას "იოტისოდენა ფაქტი არ აქვს", რომ მისი გამოკითხვაზე დაბარება მოხდეს.

ზარნაძე "პირველებთან" ამტკიცებს, რომ სრულიად მართალია ამ პროცესში და იმასაც აცხადებს, რომ მისი ინტერესია, გამოძიებამ სიმართლე რაც შეიძლება სწრაფად მოახდინოს მომხდარის შესახებ.

ნებისმიერ დროს,  მზად ვარ, ნებისმიერ ადამიანს გავცე პასუხი. არავის არ დავმალულვარ. იმიტომ, რომ მართლები ვართ ამ პროცესში და დარწმუნებული ვარ, საზოგადოება დასკვნებს გამოიტანეს. არანაირი ფაქტი, ერთი იოტისოდენა ფაქტი არ აქვს გამოძიებას, რომ ჩემი დაბარება მოხდეს. საკრებულოს სხდომაზე ვიჯექი და რანაირად უნდა მომხადარიყო ჩემი მხრიდან ამხელა რამის ორგანიზება, რომელიც ჩემს წინააღმდეგ იქნებოდა გამოყენებული ხვალ და ზეგ. ყველაზე მეტად შედის ჩემს ინტერესებში, რომ გამოძიება სრულფასოვნად ჩატარდეს და მივესალმები იმას, რომ საგამოძიებომ გადადგას ყველა ნაბიჯი, რომ პროცესი მივიდეს ბოლომდე". - ამბობს ზარნაძე.

გლდანელი "პუშკინა" ისევ ხელშეუხებელია - ოპოზიციონერ დეპუტატზე თავდასხმის მიუხედავად, ის გამოკითხვაზეც კი არ დაუბარებიათ. არადა მის წინააღმდეგ  პირდაპირი მტკიცებულებები " შაბათის ეთერმა"  ჯერ კიდევ 10 დღის წინ გაასაჯაროვა. 

"პუშკინა", იგივე გიორგი მჭედლიშვილი იმ ავტომობილს მართავდა, რომელიც ირაკლი ეძგვერაძეზე დაჯახებას ცდილობდა და რომელიც რამდენიმეწამიანი უწყვეტ კადრში ჩანს.

"შაბათის ეთერის" გუნდმა მოიპოვა ვიდეომასალა, რომელიც გლდანში ოპოზიციის წინააღმდეგ მოწყობილ სისხლიან ანგარიშსწორებას ასახავს. კადრები ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმიდან რამდენიმე წუთშია გადაღებული და მასში ჩანს, რომ ავტოფარეხში, სადაც საკრებულოს წევრს სავარჯიშო დარბაზი აქვს მოწყობილი, დეპუტატ ეძგვერაძესა და მის მეგობრებს, ოცზე  მეტი თავდამსხმელი ფიზიკურად უსწორდება, რამდენიმე წუთში ავტოფარეხიდან პროცესები ეზოში ინაცვლებს, ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის ბანდა, ცივი იარაღით ხელში, გადარჩენის მიზნით, ტერიტორიას გარიდებულ პირებს მისდევს.