გარეთ რომ დარბოდნენ, ხომ მაინც მოუწიათ შემოსვლა - ზარქუა ,,ენმ"-ზე

08.06.21 16:36
გარეთ რომ დარბოდნენ, ხომ მაინც მოუწიათ შემოსვლა - ზარქუა ,,ენმ"-ზე

მმართველი გუნდის დეპუტატი, ირაკლი ზარქუა, პარლამენტში "ნაციონალური მოძრაობის" მისვლას გამოეხმაურა. ირაკლი ზარქუას თქმით, მისთვის გაუგებარია, რატომ არ აწერს ხელს ,,ენმ" შარლ მიშელის დოკუმენტს.

7 თვის განმავლობაში რომ დარბოდნენ გარეთ, ხომ მიხვდნენ რომ ფუჭი იყო, ხომ მიხვდნენ, რომ სულ ტყუილად მაინც ხომ მოუწიათ შემოსვლა, დაჯდომა და ამ სიმართლის მოსმენა. თუ ვინმე ჭკვიანურს იტყვის, მზად ვართ მოვისმინოთ, მათ შორის, ბიუჯეტის თემაზე, სამართლიან სასამართლოზე, საარჩევნო კანონმდებლობაზე. მიშელის დოკუმენტის საფუძველზე არიან ეხლა რომ გონიათ ლეგიტიმაცია მიიღეს და შემოვიდნენ და იმას რომ არ აწერენ ხელს მაშინ რისთვის შემოვიდნენ?", - ამბობს ირაკლი ზარქუა. 

მსგავსი სიახლეები