დესტრუქციულ ქმედებას ,,ენმ" საპარლამენტო ტრიბუნიდან გააგრძელებს - ვოლსკი

08.06.21 16:43
დესტრუქციულ  ქმედებას  ,,ენმ" საპარლამენტო ტრიბუნიდან გააგრძელებს - ვოლსკი

„ქართული ოცნების“ ლიდერი, გიორგი ვოლსკი, ამბობს, რომ ,,ნაციონალური მოძრაობა" დესტრუქციული სტრატეგიის განხორციელებას ახლა უკვე ქუჩის ნაცვლად, საპარლამენტო ტრიბუნიდან შეეცდება. 

აპირებენ, რომ თავის მხარდამჭერებს, რომლებიც არიან კარვებში, დაანახონ, რა მაგრები არიან, არაკონსტრუქციულობა რომ კვლავ მათი სტრატეგიაა და რაც ქუჩიდან არ გამოვიდა, როგორმე გამოიყენონ საპარლამენტო ტრიბუნა და აქედან მაინც ეს დესტრუქციული თავისი სტრატეგია გააგრძელონ, - ამბობს ვოლსკი.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში მივიდა. საპარლამენტო საქმიანობაში ოპოზიციური პარტია დღეიდან ჩაერთვება.