შევეცდებით, დავბლოკოთ და ხელი შევუშალოთ ცუდ, კორუფციულ ინიციატივებს - რომან გოცირიძე

08.06.21 16:53
შევეცდებით, დავბლოკოთ და ხელი შევუშალოთ ცუდ, კორუფციულ ინიციატივებს - რომან გოცირიძე

შევეცდებით, დავბლოკოთ და ხელი შევუშალოთ ცუდს, კორუფციულ ინიციატივებს, - ამის შესახებ პარლამენტში შესული ,,ენმ"-ს წევრი, რომან გოცირიძემ აცხადებს. გოცირიძე ამბობს, რომ  ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია მხარს დაუჭერს ყველა კარგ ინიციტივას, თუმცა მისი თქმით, მმართველ პარტიას მსგავსი ინიციატივები პრაქტიკულად არ აქვს. 

ვაპირებთ, მხარი დავუჭიროთ თუნდაც სხვა ოპოზიციურ, ან არაოპოციზიურ ძალებს კარგ ინიციატივებში. თუმცა, სამწუხაროდ, უმრავლესობიდან კარგი ინიციატივები არ ხდება. ამიტომ შევეცდებით, დავბლოკოთ და ხელი შევუშალოთ ცუდს, კორუფციულ ინიციატივებს, მილიონობით ფულის გაფლანგვას, საგუშაგოზეც ვიქნებით, ყველგან ვიქნებით, - ამბობს გოცირიძე.
 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში მივიდა. საპარლამენტო საქმიანობაში ოპოზიციური პარტია დღეიდან ჩაერთვება.