დისკომფორტს შევუქმნით ყველას, ვინც სახელმწიფოს საბოტაჟს ცდილობს - ოხანაშვილი

08.06.21 17:01
დისკომფორტს შევუქმნით ყველას, ვინც სახელმწიფოს საბოტაჟს ცდილობს - ოხანაშვილი

დისკომფორტს შევუქმნით ყველას, ვინც სახელმწიფოს საბოტაჟს და დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრას ცდილობს - ეს განცხადება "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ანრი ოხანაშვილმა, "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატების საპასუხოდ გააკეთა. 

დისკომფორტს შევუქმნით ყველას, ვინც ცდილობს სახელმწიფოს საბოტაჟს და ვინც ცდილობს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრას. დისკომფორტს შევუქმნით ყველას, იმიტომ, რომ არადემოკრატიული, ანტისახელმწიფოებრივი ჯგუფების ადგილი არათუ საქართველოს პარლამენტში არ არის, არამედ ზოგადად საქართველოში არ უნდა იყვნენ ასეთი ჯუფები", - თქვა ანრი ოხანაშვილმა. 

მისი თქმით, ,,ენმ"-მ უნდა შეძლოს და არჩევნებამდე მივიდეს.