ისინი რჩებიან პოლიტიკურ რადიკალებად - თალაკვაძე ,,ენმ"-ზე
"ნაციონალურმა მოძრაობამ" 7 თვიანი "ანტისახელმწიფოებრივი საბოტაჟი დაასრულა"- ასე ეხმაურება პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, "ქართული ოცნების" წევრი, არჩილ თალაკვაძე, ,,ენმ"-ს საკანონმდებლო ორგანოში შესვლის ფაქტს.
თალაკვაძის თქმით, სანამ პარტია შარლ მიშელის საბოლოო დოკუმენტს ხელს არ მოაწერს, ისინი რადიკალურ პოლიტიკურ პარტიად რჩებიან.
მათ მოუწიათ პარლამენტში შემოსვლა, იმიტომ რომ ეს არის სამართლებრივი სახელმწიფო... მათ მოუწევთ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერა. სანამ მიშელის დოკუმენტს ხელს არ აწერენ, ისინი რჩებიან პოლიტიკურ რადიკალებად"- აცხადებს თალაკვაძე.