,,ენმ"-ს სიტყვით გამოსვლა არ შედგა - კუჭავამ სხდომა მოულოდნელად დაასრულა

08.06.21 17:26
,,ენმ"-ს სიტყვით გამოსვლა არ შედგა - კუჭავამ სხდომა მოულოდნელად დაასრულა

პარლამენტის თავმჯდომარემ, ჯახა კუჭავამ, პლენარული სესია დასრულებულად გამოაცხადა, შესაბამისად "ნაციონალურ მოძრაობას" სხდომაზე სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მიეცა. 

სპიკერმა კახა კუჭავამ განაცხადა, რომ დღეს სხდომა დასრულებულია და სესია 9 ივნისს განახლდება. 

თავმჯდომარის გადაწყვეტილებას უპრეცედენტო უწოდეს "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა.

დღეს უპრეცედენტოდ  მალე დაასრულა თავმჯდომარემ სხდომა, ალბათ მიხვდით მიზეზსაც, რატომ მოხდა ეს, "ნაციონალური მოძრაობა" დაბრუნდა პარლამენტში", - ამბობს დავით კირკიტაძე.